Kutaisi-Paris / ქუთაისი-პარიზი
მზადება მოგზაურობისთვის
თუ გადაწყვიტეთ, რომ პარიზი სწორედ ის ადგილია სადაც დაუყოვნებლივ უნდა გაემგზავოთ, გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ ეს მოგზაურობა მაქსიმალურად კომფორტული და დაუვიწყარი გახადოთ.
არ დაგავიწყეთ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარულად სრულდება ფრენები პარიზის მიმართულებით (რეისი: ქუთაისი - პარიზი), ხოლო ბილეთების შეძენა ჩვენი საიტის მეშვეობით შეგიძლიათ.
დაჯავშნეთ ფრენა: რესისი ქუთაისი-პარიზის საუკეთესო შეთავაზებების საპოვნელად გირჩევთ წინასწარ დაჯავშნოთ ფრენა, ასე თავიდან აიცილებთ გაძვირებულ ფასს. ავიაკომპანია, Wizz Air გთავაზობთ პირდაპირ და ჩარტერულ ფრენებს ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით. Wizz Air-ის ოფიციალური ავიაბილეთების ყიდვა ჩვენი სატიდან არის შესაძლებელი.
სამოგზაურო
რეისები
Kutaisi-Milan / ქუთაისი-მილანი
მოგზაურობა ქუთაისიდან მილანში
მოგზაურობა საქართველოს გულიდან იტალიის მოდის დედაქალაქამდე არის კონტრასტებითა და კულტურული სიმდიდრით სავსე თავგადასავალი. ჩვენი რჩევაა, სანამ გამეგზავრებით, დაუთმეთ დრო ქუთაისს, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქს. ის მდიდარია თავისი ისტორიით, მითოლოგიით და გვთავაზობს ღირშესანიშნაობებს, როგორიცაა ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, რომლებიც ასახავენ საქართველოს უძველეს წარსულსა და არქიტექტურულ სილამაზეს.
ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან მილანში
ქუთაისის
რეისები
Kutaisi-Rome / ქუთაისი-რომი
იტალიის დედაქალაქი რომი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია დანიშნულების ადგილია ტურისტებში, რომელიც ყოველწლიური სტატისტიკითაც დასტურდება. „მარადიული ქალაქი“ საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა იტალიისა და კათოლიკური სამყაროს ცენტრის ფუნქციას. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში და შუა საუკუნეებში აქედან იმართებოდა განვითარებული სამყაროს უდიდესი ნაწილი. ალბათ მსოფლიოში ძალიან ცოტა ქალაქს აქვს იმხელა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, როგორიც რომს.
გეოგრაფია და ისტორია
რომს
რეისები
Kutaisi-Gdansk / ქუთაისი-გდანსკი
გდანსკი ჩრდილოეთ პოლონეთის კულტურული და ისტორიული ცენტრია, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული. მნიშვნელოვანია მისი როლი პოლონეთის ისტორიაში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს. გდანსკი ასევე ცნობილი პოლონური სოციალური მოძრაობის „სოლიდარობის“ დაბადების ადგილია. იგი ბალტიის ზღვაზე პოლონეთის უმთავრესი საპორტო ქალაქია.
გეოგრაფია და ისტორია
გდანსკი, პომორსკის პროვინციის დედაქალაქი, მდინარე ვისტულას სათავეებთან არის გაშენებული. მისი გერმანული სახელწოდებაა დანზიგი, რაც ისტორიამ შემოინახა, რადგან ამ ქალაქში გერმანული გავლენა ტრადიციულად დიდია.
პირველად
რეისები
Kutaisi-London / ქუთაისი-ლონდონი
ლონდონი არა მარტო დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ევროპის კონტინენტის, მიუხედავად იმისა, რომ იგი არაკონტინენტურ ევროპას მიეკუთვნება. თითქმის არც ერთ ქალაქს არ ჰქონია იმხელა გავლენა ევროპასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებზე, რამდენიც ლონდონს. იგი ბრიტანეთის უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტროპოლისია, რომელიც ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დანიშნულების ადგილია.
გეოგრაფია და მოკლე ისტორია
ლონდონი
რეისები
Kutaisi-Copenhagen / ქუთაისი-კოპენჰაგენი
კოპენჰაგენი დანიის სამეფოს დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქია, რომელიც ზელანდიისა და ამაგერის კუნძულებზეა გაშენებული. იგი ჩრდილოეთ ევროპის სიამაყე და სკანდინავიის რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი და უდიდესი ქალაქია. ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ცენტრის სწრაფი განვითარება და ურბანულ ცენტრად გადაქცევა განსაკუთრებით სწრაფი ტემპით გაიზარდა 21-ე საუკუნის დასაწყისში.
გეოგრაფია და ისტორია
პირველი
რეისები
Kutaisi-Bari / ქუთაისი-ბარი
ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე გაშენებული საპორტო ქალაქი ბარი სამხრეთ იტალიის ყველაზე დიდი ქალაქია ნეაპოლის შემდეგ. ხშირად მას მოგზაურები „სამხრეთის კალიფორნიას“ უწოდებენ. ბარი აპულიას რეგიონის დედაქალაქია და გამორჩეულია თავისი საპორტო და საგანმანათლებლო ფუნქციებით. ბარი სატრანსპორტო კვანძის ფუნქციასაც ასრულებს, მისი განსაკუთრებული სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. აქედან ხმელთაშუაზღვისპირეთის ნებისმიერ პორტამდე არის შესაძლებელი მგზავრობა გემით.
გეოგრაფია და ისტორია
ბარის
რეისები
Kutaisi-Larnaca / ქუთაისი-ლარნაკა
ლარნაკა კვიპროსის კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე გაშენებული მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი და ტურისტული ცენტრია, რომელიც სიდიდით მესამე ქალაქია ქვეყანაში, ნიქოზიისა და ლიმასოლის შემდეგ. თანამედროვე ქალაქი აშენებულია ანტიკური დასახლების, სიტიუმის, ადგილას, რომელიც პირველად ძვ. წ. მე-13 საუკუნეში გაჩნდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ლარნაკა იქცა საკურორტო ქალაქად, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია არა მარტო ტურიზმის, არამედ ბიზნესის სხვადასხვა სფეროში.
გეოგრაფია და ისტორია
2015 წლის მონაცემებით ლარნაკის მოსახლეობა 144 200 ადამიანს შეადგენს. მიუხედავად ამისა, იგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია კვიპროსში. საპორტო ქალაქი გაშენებულია 32.5 კვადრატულ კილომეტრზე.
ლარნაკის
რეისები
Kutaisi-Thessaloniki / ქუთაისი-თესალონიკი
თესალონიკი, რომელსაც ხშირად სალონიკად მოიხსენიებენ, საბერძნეთის მეორე ყველაზე დიდი ქალაქია მაკედონიის ისტორიულ რეგიონში, რომელიც ათენიდან 520 კილომეტრით არის დაშორებული. თერმაიკოს ყურეში გაშენებული ქალაქი თავისი ხანგრძლივი ისტორიითა და კოსმოპოლიტური ბუნებით მუდმივად იპყრობდა მოგზაურთა განსაკუთრებულ ყურადღებას.
გეოგრაფია და ისტორია
თესალონიკი
რეისები
Kutaisi-Bologna / ქუთაისი-ბოლონია
ბოლონია ჩრდილოეთ იტალიის მარგალიტია. იგი ემილია-რომანას რეგიონის დედაქალაქი და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იტალიაში მეშვიდე ქალაქია. იტალიის სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით, ერთი შეხედვით, ბოლონია დიდად განსაკუთრებული არაა, თუმცა ერთი ვიზიტიც საკმარისია, რომ აზრი შეიცვალოთ.
გეოგრაფია და ისტორია
თანამედროვე
რეისები
Kutaisi-Marseille / ქუთაისი-მარსელი
ზოგადი აღწერა
მარსელი საფრანგეთის სამხრეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაშენებული საპორტო ქალაქია, რომელიც გარდა თავისი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო ფუნქციისა, ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. პარიზისა და ლიონის შემდეგ, მარსელის ურბანული აგლომერაცია ყველაზე დიდია საფრანგეთში. იგი ტურისტებისთვის განსაკუთრებით ღია ქალაქი მეოცე საუკუნის ბოლოს გახდა. მარსელის პროვენსის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 25 წუთის გზაზე მდებარეობს.
გეოგრაფია და ისტორია
ქალაქი
რეისები