ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

✈️ჩვენი მიღებული შემოსავლიდან ყოველ თვე 100$-ს გავათამაშებთ ერთ შემთხვევით მომხმარებელზე! ჩვენთან შედარებით დაბალი ან სტანდარტული ფასებია ბილეთებზე, გარდა ამისა შანსი ყოველთვე მოიგოთ 100$. დაჯავშნეთ ჩვენთან, ჩვენს წარმატებას თქვენც გიზიარებთ! 🌟

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, იგივე კოპიტნარის აეროპორტი, ქუთაისიდან დასავლეთით, 14 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ის წარმოადგენს არსებით ტურისტულ ცენტრს და საავიაციო ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტს საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად.

ქუთაისის, როგორც ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქის აეროპორტი, გამოირჩევა თავისი სტრატეგიული მდებარეობით და მნიშვნელობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს რეგიონში ერთადერთი აეროპორტია, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს დაბალბიუჯეტიან ფრენებს მსოფლიოს არაერთი ქალაქისა და ტურისტული ცენტრის მიმართულებით.

განახლებული ქუთაისის აეროპორტი, მისი სტრატეგიული მდებარეობა და მნიშვნელობა

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეკონსტრუქციის მიზნით დაიხურა 2011 წელს და განახლებული სახით გაიხსნა 2012 წლის 27 სექტემბერს, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს ავიაციის ისტორიაში. აეროპორტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და Wizz Air-ის გენერალური დირექტორი იოზეფ ვარადი, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს აეროპორტის საერთაშორისო მნიშვნელობა.

აეროპორტის პრიორიტეტები და მგზავრთა ნაკადის ზრდა

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

გახსნის დღიდან ქუთაისის აეროპორტის მთავარი პრიორიტეტი გახდა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა, რამაც ხელი შეუწყო მგზავრთა ნაკადის ზრდას. ამ კუთხით, Wizz Air-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა. განახლებული აეროპორტის გახსნის წელს მგზავრთა ნაკადი წინა წლებთან შედარებით რამდენჯერმე გაიზარდა, ხოლო თავის მაქსიმუმს 2019 წელს მიაღწია და 873,616 მგზავრს მოემსახურა, რაც 117-ჯერ მეტია 2010 წლის მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის მონაცემებით აეროპორტმა 796 063 მგზავრი გადაიყვანა, რაც ბოლო წლებში მგზავრთა რაოდენობის ზრდის შესანიშნავ ტენდეციაზე მიუთითებს.

ინფრასტრუქტურა ქუთაისის აეროპორტთან

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

აეროპორტის რეკონსტრუქციის შემდგომ აქტიურად დაიწყო მის მახლობლად ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მიზნად ისახავდა რკინიგზის მეშვეობით ქუთასის აეროპორტსა და საქართველოს ისეთ დიდ ქალაქებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, როგორიცაა თბილისი და ბათუმი. 2018 წელს დაიწყო აეროპორტთან ახლოს მდებარე რკინიგზის სადგურის - კოპიტნარის მოდერნიზაცია და დასრულდა 2022 წლის აპრილში, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა აეროპორტის ხელმისაწვდომობა.

ავიახაზები და მიმართულებები

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

ქუთაისის აეროპორტი ემსახურება რამდენიმე ავიაკომპანიას, მათ შორის:

  1. Wizz Air - ეს ავიაკომპანია წარმოადგენს ქუთაისის აეროპორტის ძირითად პარტნიორს და ახორციელებს რეისებს ევროპის რამდენიმე რეგიონის მიმართულებებით.
  2. FlyArystan - ყაზახეთის ბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლც აკავშირებს ქუთაისის აეროპორტს კაზახეთის დიდი ქალაქებთან.
  3. Vanilla Sky Airlines - საქართველოს ავიაკომპანია, რომელიც ასრულებს შიდა ფრენებს ქუთაისსა და მესტიას შორის.
  4. Belavia - ბელარუსიის ეროვნული ავიაკომპანია, ხორციელდება ფრენები ქუთაისსა და მინსკს შორის.
  5. Red Wings Airlines - რუსული ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს ფრენებს ქუთაისიდან რუსეთის დიდი ქალაქებისკენ.

ეს ავიახაზები აკავშირებს ქუთაისს სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებებთან, როგორიცაა აბუ დაბი, ათენი, ბარსელონა, ბერლინი და სხვა. გარდა ამისა, Red Wings Airlines მომხმარებლებს სთავაზობს ფრენებს ქალაქებში, როგორიცაა ყაზანი, მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი.

პოპულარული მიმართულებები ქუთასის აეროპორტიდან

ქუთაისის აეროპორტიდან პოპულარული მიმართულებებია:

  1. ბარსელონა (ესპანეთი) - Wizz Air
  2. რიგა (ლატვია) - Wizz Air
  3. ლარნაკა (კვიპროსი) - Wizz Air
  4. აბუ-დაბი (არაბული ემირატები) - Wizz Air Abu Dhabi
  5. დომოდედოვო (მოსკოვი, რუსეთი) - Red Wings
  6. ვილნიუსი (ლიეტუვა) - Wizz Air
  7. ათენი (საბერძნეთი) - Wizz Air
  8. მემინგენი (გერმანია) - Wizz Air
  9. ვენა (ავსტრია) - Wizz Air
  10. ვარშავა (პოლონეთი) - Wizz Air

ეს მხოლოდ იმ მიმართულებების ნაწილია, რომელსაც გვთავაზობს ქუთაისის აეროპორტი. ავიაკომპანია Wizz Air ახორციელებს ფრენებს მსოფლიოს არაერთ ქალაქში, რაც ამ აეროპორტს ხდის ხელმისაწვომს, ინტერნაციონალურს და აყალიბებს რეგიორში მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბად.

ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

ქუთაისის აეროპორტი ზომით საკმაოდ პატარაა ამიტომ აქვს მხოლოდ ერთი ტერმინალი, რომელიც გამოირჩევა თავისი მშვიდი და მყუდრო ატმოსფეროთი. აეროპორტში ჯერ-ჯერობით არ არის ლაუნჯი, თუმცა მგზავნრებისთვის შექმნილია კომფორტული გარემო მისი მოსასვენებელი სივრცეების დახმარებით, სადაც შეგიძლიათ ისარგემბლოთ შეუზღუდავი უფასო WiFi-თ, საბანკო მომსახურებებით, ბანკომატებით, რამდენიმე კაფით, საშოპინგო და მოსაწევი სივრცეებით.

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

აქ ასევე დაგხვდებათ:

  1. დიუთი ფრი მაღაზია (Duty-Free Shop): აეროპორტში არის დიუთი ფრი მაღაზია, სადაც მგზავრებს საშუალება აქვთ შეიძინონ სასმელი, სიგარეტები, პარფიუმერია და სხვა პროდუქცია.

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

  1. კაფე მიმინო (Cafe Mimino): ეს კაფე არის განთავსებული აეროპორტის გამგზავრებისა და ჩამოსვლის დარბაზში, სადაც მგზავრებს შეუძლიათ დაისვენონ და დააგემოვნონ კერძები.
  1. 24 საათიანი საინფორმაციო ცენტრი: ტერმინალის შიგნით ფუნქციონირებს 24 საათიანი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივ რეჟიმში ეხმარება მგზავრებს აეროპორტის და ფრენების საკითხებთან დაკავშირებით.

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

  1. ტრანსპორტი: ტერმინალის გარეთ შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსის და ავტობუსის მომსახურებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით.

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

  1. პარკინგი: ტერმინალის მიმდებარედ არის განთავსებული კეთილმოწყობილი პარკინგი რომელიც გათვლილია 124 ავტომობილზე. Პარკინგის საფასური განისაზღვრება ავტომობილის ტიპის მიხედვით.

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

ამას გარდა, აეროპორტში არის სხვადასხვა მცირე ზომის მაღაზიები და საკვები პუნქტები, რომლებიც მგზავრებს ეხმარებიან ფრენის წინ დროის კომფორტულად გატარებაში.

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

ტრანსპორტი

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

ქუთაისის აეროპორტიდან კომფორტული ტრანსპორტირებისთვის, Georgian Bus და OmniBus გთავაზობთ მიკროავტობუსების მომსახურებას, რომლის ბილეთების შეძენა სატელეფონოდ, ან ონლაინ არის შესაძლებელი, ხოლო ტაქსის სერვისები ხელმისაწვდომია ტერმინალის გარეთ.

ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსები მოძრაობენ შემდეგი მიმართულებით:

  1. ქუთაისის ცენტრი: ავტობუსი ერთმანეთთან აკავშირებს ქუთაისის აეროპორტს და ამ ისტორიული ქალაქის ცენტს.
  2. თბილისი: ავტობუსი აკავშირებს ქუთაისის აეროპორტს დედაქალაქთან საქართველოს რამდენიმე ქალაქის გავლით აღმოსავლეთის მიმართულებით. ქუთასისი აეროპორტიდან დედაქალამდე მანძილი დაახლოებით 200 კილომეტრია.
  3. ბათუმი: მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ავტობუსით გაემგზავნონ ბათუმის მიმართულებით, შავიზღვისპირა კურორტებისკენ. ქუთასისი აეროპორტიდან ბათუმის ცენტრამდე მანძილი დაახლოებით 150 კილომეტრია.

ავტობუსების განრიგი დაკავშირებულია ფრენების განრიგებთან, რაც მგზავრებს აზოგინებს დროს და უქმნის მეტ კომფორტს.

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსისა და ტაქსის ფასები სხვადასხვა ქალაქებისკენ შემდეგია:

  1. ავტობუსით ქუთაისიდან თბილისისკენ: მგზავრობის ფასი მერყეობს 10-30 ლარის ფარგლებში, რაც დამოკიდებულია მგზავრობის დროზე და მარშრუტზე.
  2. ავტობუსით ქუთაისიდან ბათუმისკენ: ფასი მერყეობს დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებში, რაც დამოკიდებულია მგზავრობის დროზე და მარშრუტზე.
  3. ტაქსით ქუთაისიდან თბილისისკენ: ტაქსის ფასი მისი მარშრუტის და ტაქსის ტიპის მიხედვით მერყეობს 100-150 ლარის ფარგლებში.
  4. ტაქსით ქუთაისიდან ბათუმისკენ: ტაქსის ფასი მისი მარშრუტის და ტაქსის ტიპის მიხედვით მერყეობს 50-200 ლარის ფარგლებში.

ფასები შესაძლოა შეიცვალოს სეზონის და დროის პერიოდის მიხედვით, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.

დამატებითი მომსახურებები და სერვისები ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

ქუთაისის აეროპორტი ფუნქციონირებს 24/7 და მგზავრებს სთავაზობს ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ბარგის შეფუთვა (ღირებულება 10 ლარი) მობილურის დატენვა, 24-საათიანი საინფორმაციო მაგიდა, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის და ქართუ ბანკის ბანკომატები და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის გამოყოფილი საძილე ადგილები ან საშხაპეები, ტერმინალი მოსახერხებელია ძილისთვის თავისი კომფორტული სავარძლების დამხმარებით ხოლო უწყვეტი კავშირისთვის აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ SIM ბარათები საერთაშორისო მოგზაურებისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

ქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

რა სერვისებია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში?

ქუთაისის აეროპორტი გთავაზობთ საბანკო მომსახურებას, ბანკომატებს, კომფორტულ მოსასვენებელ სიცრცეებს, Duty-Free-ს, კაფეს, ბარგის შეფუთვას, მობილურის დატენვის საშუალებას და უფასო WiFi-ს.

რითი შემიძლია მივიდე ქუთაისის აეროპორტამდე?

აეროპორტში მისვლა შესაძლებელია მიკროავტობუსებით, ძირითადად მოძრაობს ორი კომპანიის ავტობუსი - Georgian Bus და OmniBus, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსის მომსახურებით. აეროპორტამდე მისვლა შესაძლებელია ასევე რკინიგზით, განახლებულ სადგურ - კოპიტნარამდე, რომელიც მდებარეობს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რომელი ავიაკომპანიები ახორციელებენ ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან?

ავიაკომპანიები, როგორიცაა Wizz Air, FlyArystan, Belavia, Vanilla Sky Airlines და Red Wings Airlines ოპერირებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და მგზავრებს სთავაზობენ სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებებს.

მოგზაურთა რჩევები და კომენტარებიქუთაისის აეროპორტი - Kutaisi Airport

ღამისთევა: აეროპორტი კომფორტულია ღამის გასათევად, ღრმა სკამებით და მშვიდი გარემოთი.
საბანკო მომსახურება და ვალუტის გადაცვლა: გამოიყენეთ საბანკო მომსახურება და ბანკომატები, რომლებიც ხელმისაწვდომია აეროპორტში ნებისმიერი ფინანსური საჭიროებისთვის.
მობილური კავშირი: შეიძინეთ SIM ბარათი მაგთის 24-საათიანი მაღაზიიდან საქართველოში ყოფნისას უწყვეტი კავშირისთვის.
ტრანსპორტირების საკითხის დაგეგმვა: არჩევანი შეაჩერეთ მიკროავტობუსის სერვისების გამოყენებაზე, რომელიც მოსახერხებელი და ბიუჯეტურია მგზავრობისთვის აეროპორტამდე და უკან.
შეამოწმეთ ობიექტები: ყოველთვის შეამოწმეთ აეროპორტში არსებული უახლესი საშუალებები და სერვისები, რადგან ისინი შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.





გაქვთ კითხვები?

დაგვიწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!