ქუთაისი-ბარი / ბარი-ქუთაისი ავიაბილეთები

როდის არის ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე ქუთაისი-ბარი?

ბარი

ზოგადი აღწერა

ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე გაშენებული საპორტო ქალაქი ბარი სამხრეთ იტალიის ყველაზე დიდი ქალაქია ნეაპოლის შემდეგ. ხშირად მას მოგზაურები „სამხრეთის კალიფორნიას“ უწოდებენ. ბარი აპულიას რეგიონის დედაქალაქია და გამორჩეულია თავისი საპორტო და საგანმანათლებლო ფუნქციებით. ბარი სატრანსპორტო კვანძის ფუნქციასაც ასრულებს, მისი განსაკუთრებული სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. აქედან ხმელთაშუაზღვისპირეთის ნებისმიერ პორტამდე არის შესაძლებელი მგზავრობა გემით.

გეოგრაფია და ისტორია

ბარის ფართობი 117 კვ. კმ-ს შეადგენს და 2017 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 325 000 ადამიანი. იგი იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკს გადაჰყურებს. ქალაქის ძველი ნაწილი ნავსადგურის ირგვლივ არის გაშენებული.

ბარი დასავლეთ რომის იმპერიის უმნიშვნელოვანესი პორტი იყო და ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელ ხიდს წარმოადგენდა. მის ხელში ჩასაგდებად მრავალი დამპყრობელი იბრძოდა, რომელიც საბოლოოდ მე-12 საუკუნეში სამოქალაქო ომითაც კი დასრულდა. ერთიანი იტალიური სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ბარის ფუნქცია აღდგა და, საპორტო ქალაქთან ერთად, იგი სოფლის მეურნეობისა და ქსოვილების წარმოების ინდუსტრიული ცენტრი გახდა.

ღირსშესანიშნაობები

ბარის ხშირად წმინდა ნიკოლოზის ქალაქადაც მოიხსენიებენ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა, უზარმაზარი ეკლესია თავისი მარტივი და სადა არქიტექტურული სტილით, რომელიც რომაელი კათოლიკეების ხშირი მოლოცვის ადგილად იქცა. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო ქალაქის ისტორიულ, ძველ ნაწილში 1197 წელს. მისი ინტერიერი სახელგანთქმულია მოოქროვილი ჭერითა და ფანტასტიკური ადრეული შუა საუკუნეების ფერწერით.

ეკლესიათა ჩამონათვალში არანაკლებ მნიშვნელოვანია წმინდა საბინოს ეკლესია. რომანული არქიტექტურის ამ ბრწყინვალე ნიმუშის მშენებლობა დაიწყო 1292 წელს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით.

მე-11 საუკუნეში აშენებული ბარის ციხესიმაგრე დღესაც თითქმის ხელუხელებელი, პირვანდელი სახით დგას. ცნობილია თავისი ლამაზი გრძელი შიდა ეზოებითა და ტრადიციული დიზაინით.

თუმცა ბარის მთავარი ღირსება მისი ქალაქის ძველი ნაწილია, ე.წ. „ოლდთაუნი“, რომელიც შეურყვნელად დარჩა და მას თანამედროვეობის ხელი თითქმის არ ატყვია. მისი ვიწრო ქუჩები ლამაზი, პატარა კაფეებითა და იტალიური სამზარეულოს ღირსეული წარმომადგენლებით, დაუვიწყარ ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ.  

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ბარი რამდენიმე ძველი და თანამედროვე ისტორიული თუ ხელოვნების მუზეუმის ადგილია, რომ არაფერი ვთქვათ, ტრადიციულ იტალიურ პიეცებსა და ბულვარებზე.

აეროპორტი

ქალაქს ემსახურება კაროლ ვოიტილას (რომის პაპი იოანე პავლე II) სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წელიწადში 10 მილიონამდე ვიზიტორს ღებულობს.





ბოლოს დამატებული

გიორგი

2023-12-06 12:25:22
თბილისიდან მინდოდა ფრენა და თბილისიდან არაა პირდაპირი რეისი ბარი-ს მიმართულებით?