ქუთაისი-ბოლონია / ბოლონია-ქუთაისი ავიაბილეთები

როდის არის ყველაზე იაფი ავიაბილეთები რეისზე ქუთაისი-ბოლონია?

ბოლონია

ზოგადი აღწერა

ბოლონია ჩრდილოეთ იტალიის მარგალიტია. იგი ემილია-რომანას რეგიონის დედაქალაქი და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იტალიაში მეშვიდე ქალაქია. იტალიის სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით, ერთი შეხედვით, ბოლონია დიდად განსაკუთრებული არაა, თუმცა ერთი ვიზიტიც საკმარისია, რომ აზრი შეიცვალოთ.

გეოგრაფია და ისტორია

თანამედროვე ბოლონიას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ ტერიტორიაზე პირველი დასახლებები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეტრუსკული ხანიდან არსებობდა. შემდგომ იგი დასავლეთ რომის იმპერიის შემადგენლობაში სიცოცხლით სავსე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი იყო. ქალაქი მდინარეებს, რენოსა და სავენას, შორის არის გაშენებული. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ქალაქს მრავალი დამპყრობელი ახსოვს. ერთიანი იტალიის სამეფოს შემადგენლობაში იგი 1860 წელს შევიდა.

141 კვ. კმ-ზე გაშენებული ქალაქის მოსახლეობა 390 000-ს აღწევს, თუმცა თავისი შემოგარენებით აქ მილიონამდე ადამიანი სახლობს.

საგანმანათლებლო ცენტრი

ბოლონია არა მარტო იტალიის, არამედ მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი და უძველესი საგანმანათლებლო ცენტრია. აქ ფუნქციონირებს მსოფლიოში ყველაზე ძველი, მე-11 საუკუნით დათარიღებული, ბოლონიის უნივერსიტეტი. სახელგანთქმული იყო ასევე ბოლონიის კომუნალური და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკები, რომლებიც მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციის შესახებ მოიცავდა ცნობებს. თავის საგანმანათლებლო ფუნქციას ქალაქი დღესაც არ კარგავს. მას ხშირად სტუდენტურ ქალაქადაც მოიხსენიებენ. სწორედ ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლისთავზე ევროკავშირის ინიციატივით დაწყებული იქნა ბოლონიის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების განათლების სისტემის დაახლოებას და საერთო ევროპული ხარისხის დამკვიდრებას.

 ღირსშესანიშნაობები

ყველას სმენია პიზის დახრილი კოშკის შესახებ, მაგრამ ალბათ არ გსმენიათ ბოლონიაში მსგავსი კოშკის არსებობის შესახებ. ასინელისა და გარისენდას კოშკები თითქმის ქალაქის სიმბოლოდ არის ქცეული. ამათგან ერთი, გარისენდა, პიზის კოშკზე მეტად არის დახრილი. ტურისტებს შეუძლიათ, ავიდნენ მეორე, ასინელის, კოშკზე და იქიდან გადაჰყურონ ქალაქის ულამაზეს ხედს.

ბოლონიაში წმინდა სტეფანეს სახელობის ექვსი ეკლესიაა, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არქიტექტურული სტილითაა შესრულებული და 600-წლიან პერიოდს მოიცავს. ასევე პოპულარულია სან დომენიკოს ბაზილიკა, რომელშიც მიქელანჯელოს ქანდაკება და მოცარტის სამეცადინო ფორტეპიანო ინახება.

პიაცები, კინოთეატრები, სტუდენტური კაფეები და იტალური პიცის რესტორნები ყველა იტალიური ქალაქის უმნიშვნელოვანესი „კომპონენტებია“, თუმცა ბოლონიაში ყველაზე სხვა სიამოვნებასთან ერთად მყუდრო ატმოსფერო და განსაკუთრებით სტუმართმოყვარე ხალხი დაგხვდებათ.

ბოლონიას პიაცა მაგიორე ასევე მე-16 საუკუნის ნეპტუნის ქანდაკების სახლია, რომელიც იმდენად ლამაზია, რომ ბევრმა ევროპულმა ქალაქმა ქანდაკების ასლი თავისთან გადაიტანა.





გაქვთ კითხვები?

დაგვიწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!